"მორიგი სიბინძურე გამოაგდეს, რა გაბრაზებულები არიან.
მოკლედ, ეს ქალბატონი ყვება რაღაცებს ჩემზე და ცოტა რომ მაინც მიცნობდეს, ამდენ სისულელეს არ მოიფიქრებდა. თან ჰყვება მინიმუმ 5 წლის ამბავს და ახლა გაახსენდა.
ჯერ ხომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რასაც საუბრობს. მთვრალი მოვიდა, იგინებოდა და ტალახიან ფეხებს ალაგებდა მაგიდაზე. არ მიკადრია რამე დამეწერა აქამდე, მთელმა სტაფმა იცის ეს ყველაფერი. ასევე შემდეგ რეკავდა და გვაგინებდა ნასვამი. გინების მიზეზი იყო, რომ როგორ არ დავალევინეთ ღვინო. ჩემს პირად ნომერზე რეკავდა და მაგინებდა. ასევე დღეს მომწერა პირადი შეტყობინება და ასევე მაგინებს.
ან ნეტავ, რა დაამახსოვრდა ჩემთან სტუმრობის დროს ისეთი მთვრალი იყო.
არ უნდა იკადრო ადამიანმა უკადრებელი, შესაბამისად მიიღებ საკადრის პასუხს" - ამის შესახებ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მეღვინე ეკა ჭვრიტიძის ვიდეოს ეხმაურება.
წყარო: palitravideo.ge
sport24