რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართული ოცნების პოლიტიკა მორიგ ჯერზე შეაქო.
შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა.
- ამბობს ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ გდდ-ის ყოფილი უფროსის თქმით, ქართული მხარე დაკვეთებს სწორედ მოსკოვიდან იღებდა/იღებს.