მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მწერალ ბექა ქურხულს 8 დღით ციხე მიუსაჯა

2 weeks ago 15

33

სასამართლომ  მწერალი ბექა ქურხული 8 დღით ციხეში გაუშვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გადაწყვეტილებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულმა და თქვა, რომ ადასტურებს პროტესტში აქტიურ მონაწილეობას, თუმცა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ერთი წამით, ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად ვმონაწილეობ, 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემი მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- თქვა მან.

მწერალი ბექა ქურხული დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს.

სრულად წაკითხვა