მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

20 hours ago 5

2

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მარალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

ამ წუთიდან შაიშმელაშვილზე ძებნა გამოცხადდება. ის დღევანდელ პროცესს არც დისტანიცურად არ ერთვებოდა.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა.

სრულად წაკითხვა