მოსამართლე ცაცუას და ძმის გადაწყვეტილებების გამო პატიებას ითხოვს

1 week ago 5

დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსამართლე ცაცუას და წერს.

ელენე ცაცუა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსამართლე ცაცუამ გაასამართლა პატიებას სთხოვს და ამბობს, რომ “ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო”.

ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!” მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!
მადლობა ყველა ადამიანს, ჩემს სტუდენტებს, რომ იბრძვით სამშობლოს თავისუფლებისთვის, ხართ თავგანწირულები და გიყვართ ერთმანეთი! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა :((((

სრულად წაკითხვა