“მოსამართლეებმა ნაწამებ დაკავებულებზე მაინც აცნობონ საგამოძიებო ორგანოებს” – ქურდოვანიძე

2 weeks ago 8

5

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე:

“მოსამართლეებს ის თუ არ შეუძლიათ, დაკავებულების საქმეები ობიექტურად განსაჯონ, ის მაინც გააკეთონ, რომ ნაცემი და ნაწამები დაკავებულები რომ მიჰყავთ მასთან დარბაზში, ამის შესახებ აცნობონ საგამოძიებო ორგანოებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა გუშინ სტატისტიკა და არცერთი შეტყობინება დაზიანებების შესახებ სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული.
წამებაზე დროული რეაგირებისა და პრევენციისათვის აქვს მოსამართლეს ვალდებულება, რომ ჯეროვანი
რეაგირება მოახდინონ, როდესაც პირს ემჩნევა არასათანადო
მოპყრობის კვალი და მოსამართლეს, წარმოექმნა ან უნდა წარმოქმნოდა ეჭვი, რომ
პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას.”

სრულად წაკითხვა