მოსამართლემ ალბი კორძაია პატიმრობაში გაუშვა

1 day ago 6

4

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ალბი კორძაია პატიმრობაში გაუშვა – აქტივისტს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე “თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე” შსს აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ალბი კორძაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.

ამის შემდეგ თეა წულუკიანის წინააღმდეგ წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

სრულად წაკითხვა