მოსამართლემ ნანა მალაშხია 500 ლარით დააჯარიმა – რას ედავებიან მას?

2 weeks ago 5

2

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ნანა მალაშხია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნანა მალაშხიას სასამართლო 17 ნოემბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა. პროცესზე მოსამართლემ თქვა, რომ მისი აზრით, პროტესტი შესაძლებელი იყო ტროტუარზე ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულიყო.

“მე აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მეგონა, რომ ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო დარბაზში. რა აზრი აქვს ამას, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, არ ვიცი რას აპირებენ, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ რამე გამაჩერებს მე, ან კონკრეტულად სხვა ადამიანებს, რომლებთა მიმართაც უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივიც და ფიზიკური ანგარიშსწორებაც.

ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ, რადგან არცერთი ნაბიჯით უკან არ ვაპირებთ დახევას, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები,” – განაცხადა ნანა მალაშხიამ. 

სასამართლომ ადმინისტრაციული წესის სამართალდამრღვევად ცნო სხვა ადამიანიც, რომელსაც ასევე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდნენ, იმავე მოსამართლემ მასახ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სრულად წაკითხვა