მოსამართლემ ნანა მალაშხია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა

2 weeks ago 7

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ნანა მალაშხია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მალაშხიას 17 ნოემბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდნენ.

“მე აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მეგონა, რომ ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო დარბაზში. რა აზრი აქვს ამას, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, არ ვიცი რას აპირებენ, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ რამე გამაჩერებს მე, ან კონკრეტულად სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივიც და ფიზიკური ანგარიშსწორებაც.

ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ, რადგან არცერთი ნაბიჯით უკან არ ვაპირებთ დახევას, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები,” – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ასევე, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა 10 ნოემბრის აქციის მონაწილე, “კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ზირეკიძე რომელსაც ასევე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდნენ.

სრულად წაკითხვა