მოსკოვი უარს ამბობს საქართველოს 253 მლნ-ი გადაუხადოს – სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალები

1 day ago 4

81

რუსეთი არ აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდას – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მოსკოვი არ აღასრულებს, ხოლო ჰიპოთეტური კავშირი ამ თანხის გადახდასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობას შორის, პესკოვმა „ცალკე თემად“ მოიხსენია.

სტრასბურგის სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ მიღებულ იქნა 2024 წლის აპრილში, ხოლო 2025 წლის 14 ოქტომბერს განისაზღვრა ზიანი – 253 018 000 ევრო, რომელიც უნდა გადახდილიყო საქართველოს 29 000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქისთვის.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის:

  • 224,25 მილიონი ევრო საკუთრებისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის,
  • 20 მილიონი ევრო განათლების უფლების შეზღუდვისთვის,
  • 5,17 მილიონი ევრო უკანონო დაკავებებისთვის,
  • 1,98 მილიონი ევრო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებისთვის,
  • 1,3 მილიონი ევრო ძალის გადამეტებისთვის და
  • 320 000 ევრო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის.
სრულად წაკითხვა