WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

26

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნის კარი გა­ა­ღეს და აი­ვან­ზე პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა და­ი­წყეს.

ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.

გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.

ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკისგანცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.

ფოტოკოლაჟი – ამბები.ჯი