სალომე ცისკარაული Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი დონაძემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან ცისკარაულის “ხედვა წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან”.
“02.12.2024 წერილი დირექციიდან სალომე ცისკარაულის სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით.
მიზეზი:
თქვენი ხედვა წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან.
თქვენ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში (ფაქტობრივად 6 წელია ვმუშაობ) გამოვლინდა დაბალი კვალიფიკაცია, ორგანიზებულობა, სამუშაო უნარ-ჩვევების დაბალი დონე და არსებითი შეუთავსებლობა ახალგაზრდული მიმართულების სამომავლო საქმიანობასთან და მის სამომავლო განვითარებასთან.
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47 მუხლის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად თქვენ მიმართ წყდება შრომითი ხელშეკრულება.
ს.ს.ი.პ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
რომ არ დაგიმალოთ, გაცილებით უფრო საინტერესო ტექსტის შეთხზვას ველოდი.
გიორგი გაბუნიას გადაეცით ო-ს შემთხვევაში ბრჭყალები შემდეგნაირად იწერება-თქო – ,,ო”
გამოადგება სამომავლოდ.
დანარჩენი ნელ-ნელა მოვყვეთ.
თქვენ პარტიამ გმართოთ და თქვენმა კომპლექსემა. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები პირნათლად, როგორც აქამდე.
გამახსენეთ სად და რომელ საათზეა აქციები, ოდნავ ჩამოვრჩი”. – ვკითხულობთ ცისკარაულის პოსტში