მოქალაქე, რომელიც აქციაში მანქანით მონაწილეობდა, პატრულმა 1 000 ლარით დააჯარიმა

2 weeks ago 9

2

მოქალაქე ცირა ჩიქოვანი, რომელიც საპროტესტო აქციაში მანქანით მონაწილეობდა, 1 000 ლარით დააჯარიმეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ვიდეოს ავტორს კითხვაზე, რატომ დააჯარიმეს მოქალაქე, პატრულ-ინსპექტორი პასუხობს, რომ “მძღოლს განემარტა”.

“ვერაფერი ახსნეს, 1000 ლარიანი ჯარიმა დაწერეს, ეს ფაქტი ვერაფრით ვერ ახსნეს,გზას რამდენი ავტომობილი ვკეტავდით, მარტო მე ხომ არ ვკეტავდი? ეს იყო ჩვენი პროტესტი… არც მოძრაობა არ იყო რეალურად, მაგრამ თან ჩვენ გვქონდა პროტესტი, აქციის მონაწილე იყო ძალიან ბევრი და ასევე, მანქანა იყო ძალიან ბევრი, საპროტესტო მანქანები, მთლიანად ჩავკეტეთ გზა… ამათ ჰგონიათ, ჩვენ აქტივისტებს აღარ გავყვებით, რომ დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში? ამით ვერ შეგვაშინებენ ვერასდროს”

სრულად წაკითხვა