საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვებს უპასუხა. მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია შეაფასა.
“ხელისუფლებას მიიტაცებს? – ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, სიმბოლური თანამდებობაა, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ თქვენ ამბობთ, დანაშაულს ჩაიდენს? – ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ თქვენ გადაწყვეტთ ასეთი რაღაცის გაკეთებას, ე.ი. გინდათ იქ შეჭრილხართ და გინდა, შესულხართ და აღარ გამოსულხართ. ანუ, თქვენ რას მეკითხებით, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და დანაშაულს ჩაიდენს? – მე მგონი, ყველაფერი ნათელია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.