მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

2 weeks ago 8

რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სხედან საავტომობილო გზაზე.

თავდაპირველად, პოლიცია მათ არ აძლევდა გზის გადაკეტვის საშუალებას. თუმცა მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა რაოდენობა ადგილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, პოლიცია დემონსტრანტებს აღარ შეეწინააღმდეგა.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირიც. პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი იკრიბება იუსტიციის სახლთანაც.


უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. შეკრების ძირითადი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, პერიოდულად იმართება მსვლელობები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე გადაკეტეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.

რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით 1-ელ მაისს მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.

სრულად წაკითხვა