30 დეკემბრიდან ქვეყანაში არაერთი ცვლილება ამოქმედდება.
ჩამონათვლას „ტაბულა“ აქვეყნებს:
- გაზრდილი ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);
- ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 – 3500 ლარამდე);
ახალი სამართალდარღვევები:
- შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);
- შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას; ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (2000 ლარის ჯარიმა);
- შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე – 15000 ლარი)”. – წერს ანალიტიკური პლატფორმა კომენტარი