მოქალაქეს, რაც არ უნდა დიდი მანძილით იყოს დაშორებული დიდ ქალაქებსა თუ კლინიკებს, მაიც შეუძლია მიიღოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და იგრძნოს, რომ არ არის მიტოვებული და რომ მასზე ზრუნავენ

17 hours ago 3

“პირველადი ჯანდაცვის დონეზე დისტანციური კონსულტაციების წარმართვა, იგივე ტელემედიცინა არის სიახლე. ამით, მოქალაქეს, რაც არ უნდა დიდი მანძილით იყოს დაშორებული დიდ ქალაქებსა თუ კლინიკებს, მაიც შეუძლია მიიღოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და იგრძნოს, რომ არ არის მიტოვებული და რომ მასზე ზრუნავენ.

მას შემდეგ, რაც ტელემედიცინის პროცესში ჩავერთე, დავეუფლე ახალ ტექნიკურ უნარებს, ტრენინგების მეშვეობით კიდევ უფრო ავიმაღლე კომპეტენცია, ვარ უფრო თავდაჯერებული და სამედიცინო მომსახურების ხარისხიც უფრო მაღალია. გარდა ამისა, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სხვებსაც ვუზიარებ.” – თეა სახოკია, სოფ. მეორე ნოსირის ამბულატორიის ექიმი

* * *

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 60 სოფელში დაინერგა ტელემედიცინა: უახლესი ციფრული აპარატურით აღიჭურვა ამბულატორიები, ხოლო ექიმებმა არაერთი ტრენინგი გაიარეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ტელემედიცინის დანადგარის გამოყენებით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ჩივილები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.

სრულად წაკითხვა