“მოძალადეები, ფაშისტები, სატანისტები” – ღარიბაშვილი “გამოკეთდა”

1 week ago 5

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტთან საუბრის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს:

მინდა გამოვეხმაურო აბსურდულ ცილისწამებას და ტყუილს. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პროტესტის გამო დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე. ამ კრიზისის ფონზე, თითქოს დავტოვე პარტია – ეს აბსურდია. ეს არაა ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები და ამ წესებს არ გადავუხვევ. 

ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოიგადოებამ იხილა, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენ საამაყო სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მახსენდება წლები, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს, ეს იგივეა, იგივე ასოციაციები გამოიწვია. 

პოლიციელზე თავდასხმა იგივე სახელმწიფოზე თავდასხმაა. 

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას, სწორედ პოლიციამ აარიდა თავიდან ქვეყანას რევოლუცია. კარგად ვიცი მათი მიზანი, ის კი არ იყო, რომ მართლაც ვიღაცის განცხადება არ მოეწონათ, მთავარი მიზანი იყო – გადატრიალების გზით ხელისუფლებში დაბრუნება ამ მოძალადე, ფაშისტური ძალების.

ვიხილეთ მკრეხელური სატანისტური რიტუალები, ანარქისტების მიერ ჩატარებული, კუბოს დაწვა და ა.შ.

შესაძლოა ადამიანები გულწრფელად აპროტესტებენ, მაგრამ მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს კითხვის ნიშნებს.

იმედი მაქვს ყველაფერი გავივლის, ჩვენ ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება, საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, ვის აქვს უფელბა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია? მით უმეტეს გაყალბების არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ,

მინდა გამოვეხმაურო ასევე იმ ამაზრზენ ტყუიილს, რომელიც გააჟღერა ერთ–ერთმა არარაობამ, მოღალატე ბაჩიაშვილმა და გახარიამ… მეუხერხულება, ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, მივიდეს ექიმთან, მსუბუქი დაიზანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ასეთი ამაზრზენი ტყულები მოიგონეს. ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი.

ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება დამშვიდება, დაწყნარება. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, როგორც არასდროს კონსოლიდაცია და სიმშვიდე. 

http://

სრულად წაკითხვა