ფოტო – პუბლიკა
დღეს სასამართლოში, 11 პირის საქმის განხილვაა. გუშინდელი პროცესის შემდეგ, დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ნინო გალუსტაშვილმა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს ნინო გალუსტაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით უვადო მოსამართლე არაა და, როგორც ჩანს, უვადო მოსამართლედ მისი დანიშვნა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ჩააბარებს ის გამოსაცდელ ვადას. ნათია კორკოტაძის თქმით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ მას იმედი დაუკარგა, რომ ნინო გალუსტაშვილი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
პროცესზე მოწმე პოლიციელმა ვერ ამოიცნო პირი, რომელიც, მისივე მტკიცებით თავად დააკავა.
ადვოკატისა და მოწმე პოლიციელის დიალოგი:
– ადვოკატი ირმა ჭკადუა: შეგიძლიათ, მიმითითოთ, რომელია ვალერი თეთრაშვილი?
– მოწმე პოლიციელი: აი, იქ დგას, პირდაპირ მიყურებს.
ვალერი თეთრაშვილი დღევანდელ სხდომას არ ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. მოწმის სახით დაიკითხა პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი, რომელიც საქმეში ვალერი თეთრაშვილის დამკავებელი პირია. მისივე თქმით, თეთრაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოიღო ტელეფონი და ქურთუკი.
წყარო – პუბლიკა