წაკითხვა: 2
მსახიობი ქეთი წიქვაძე საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან, გაფიცვასთან დაკავშირებით მოწოდებებს ეხმიანება.
“თანადგომის, სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია, თუ ეს არ სცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში, მაგრააააამ!
მოწოდება,- “გაიფიცე”,-“წამოდი სამსახურიდან” – ეს რას ემსახურება? ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას? რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად, სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურების თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველჰყოფთ?
შემდეგ რას ჰპირდებით ამ ადამიანებს, რა ვაკანსიას სთავაზობთ?
წარმოუდგენელია ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომელზეც ნული პასუხისმგებლობა გაქვს! ძალადობა იგმობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!
თუ პატრიოტი ხარ, იბრძოლე სწორად, არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!
ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი! მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!”- წერს ქეთი წიქვაძე, რომელიც ასევე გმობს ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ.
“ეს არის ჯოჯოხეთი! არა ძალადობა, არა არა და არა! საძაგლები ხართ ვინც ასე იმეტებთ ადამიანებს! ამ ვიდეოების ყურება არის შემზარავი და ეს ხმები, რომელიც მუდმივად დაგყვება თან, განწირული დედების! სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ ყველა უსამართლოდ დაკავებულ და დაშავებულ ადამიანს!”- წერს ქეთი წიქვაძე.
ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია. (მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილი)
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს