რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი მსახიობი ქეთი წიქვაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. ქეთი აპროტესტებს მოწოდებას გაფიცვასა და სამსახურის დატოვების მოწოდებაზე
“თანადგომის,სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია თუ ეს არ ცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში.
მაგრააააამ! მოწოდება, – “გაიფიცე”, – “წამოდი სამსახურიდან”… – ეს რას ემსახურება?
ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?
რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას,რომ მაგალითად სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურების თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველყოფთ?
შემდეგ რას ჰპირდებით ამ ადამიანებს, რა ვაკანსიას სთავაზობთ? წარმოუდგენელია ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომელზეც ნული პასუხისმგებლობა გაქვს!
ძალადობა იგმობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!
თუ პატრიოტი ხარ, იბრძოლე სწორად, არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!
ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი! მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!!!”
წყარო: news.ge