მსახიობ ანდრო ჭიჭინაძე ბრალი წარედგინა

2 weeks ago 10

6

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა – როგორც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, მსახიობი თავს დამნაშავედ არ თვლის და მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

უფლებადამცველის განცხადებით, რომელმაც დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ანდრო ჭიჭინაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მას მონაწილეობას ედავებიან. ბრალი არის დაუსაბუთებელი. მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს. რაც არის ჩამონათვალი, არის ზოგადი. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა. ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის”, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

სრულად წაკითხვა