მსვლელობა 5 ეკლესიიდან ქაშვეთამდე – საშობაო მარშების განრიგი

1 day ago 1

უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს პროვეროპული აქციის მონაწილეები შობას რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეხვდებიან. იქამდე გაიმართება მარშები თბილისის 5 სხვადასხვა ეკლესიიდან.

“დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშვეთთან. გთხოვთ, წამოიღოთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები”, – წერს ილია ღლონტი, “დაიტოვეს” ერთ-ერთი ლიდერი.

მოქალაქეები შეკრებას 20:00 საათიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ეკლესიებთან დაიწყებენ. 20:30 საათზე და ყველა მათგანი ქაშვეთის ეკლესიისკენ დაიძვრება.

შეკრების ადგილებია:

  • ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. მარშრუტი: https://shorturl.at/vLvZp
  • ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. მარშრუტი: https://shorturl.at/8xVZp
  • საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო. მარშრუტი: https://shorturl.at/WBe4Z
  • ვაკე: ვაკის სამების ტაძარი. მარშრუტი: https://shorturl.at/MUs89
  • ძველი თბილისი: მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მარშრუტი: https://tinyurl.com/3b8s3ytu

შობის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, ცისფერ გალერეასთან ფერმერების ბაზრობა გაიმართება. ისინი მოუწოდებენ სხვა მწარმოებლებსაც, შეუერთდნენ მათ ინიციატივას.

“ფერმერები, რომლებიც აქციების პირველივე დღიდან ვაპროტესტებთ არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს და ვითხოვთ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, გავმართავთ საქველმოქმედო ბაზრობას. წარმოდგენილი იქნება სხვა და სხვა პროდუქცია, რომლებსაც შეიძენთ იმ ფასად რასაც მოისურვებთ შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება რეჟიმის ქმედებებით დაზარალებულებს”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

სრულად წაკითხვა