გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ ქართველი ხალხის გამბედაობა მათი ძალაა და საერთაშორისო პარტნიორები ვალდებულები არიან საზოგადოების დასაცავად დადგნენ.
“ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსების დასაცავად, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. ვინც არ გაჩუმდა და ხმა აიმაღლა. მათ ვინც დგანან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ვინც ისე, როგორც ქართველები, ეწინააღმდეგებიან მთავრობისგან გამოტყორცნილ წყლის ჭავლს!
ჩვენ თქვენ გხედავთ! მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა – და ჩვენთვის ეს ვალდებულებაა, რომ დავდგეთ თქვენ დასაცავად და არამხოლოდ დღეს” – წერს ანალენა ბერბოკი.