მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

3 weeks ago 8

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი ინალ თასოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

20 ივნისს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა