“მსხვერპლი აქ მხოლოდ ერთია – ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, დაჭერილი, მოწამლული ადამიანები!” – ნანკა კალატოზიშვილი

22 hours ago 4

მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან მშვიდობიან აქტივისტებს:

,,ღმერთო, იქნებ მიახვედრო, რომ განსხვავებული აზრი არაა წამებაზე თვალის დახუჭვა, ქიმიური იარაღით ადამიანების ჯანმრთელობის განადგურება, ციხეში უდანაშაულო ადამიანების ჩასმა. იქნებ გააგებინო, როგორც არ უნდა იმართლონ თავი, ეს არაა ფილმი, რომ მასზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ადეკვატურ ადამიანებს.

რეალობაა, რომლის თანამონაწილეც ხდებიან. ძალადობის შემდეგ სიტყვა მაგრამ, ვერ იფუთება განსხვავებულ აზრად, როგორც არ უნდა მოირგონ მსხვერპლის როლი. მსხვერპლი აქ მხოლოდ ერთია – ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, დაჭერილი, მოწამლული ადამიანები!

ზემოდან იქნებ კანონებსაც გადახედონ და მიხვდნენ, რას აწერენ ხელს. იქნებ 30 ლარით გაზრდილი პენსიის ფონზე, უპრინციპო პარლამენტარის ორმაგად გაზრდილმა ხელფასებმაც დააფიქრონ!

მოკლედ გაუნათე გონება, იქნებ შენი ხათრით მაინც დაფიქრდნენ რამეზე, პარტაქტივად ქცეულ ადამიანს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შთააგონე🙌”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა