უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგების შესახებ.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 47 წლის მამაკაცი. დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 4 მაშველი. მანამდე ცნობილი იყო 16 დაშავებულის შესახებ.
ქალაქ ზაპოროჟიეში აფეთქებები დღეს, 23 იანვარს, გამთენიისას მოხდა. დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთის ჯარები უშედეგოდ ცდილობენ მთლიანად რეგიონზე, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ზაპოროჟიეზე, კონტროლის დამყარებას.