გასულ ღამეს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე.
არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
ძმები ჯანგველაძეები სოხუმში დაიბადნენ. უფროსი ძმა, მერაბი, ე.წ. კანონიერი ქურდი ცნობილია მეტსახელით "სოხუმსკი".
მოკლული ლევან ჯანგველაძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზნესმენი და ძირითადი ბიზნესი რუსეთში ჰქონდა.
ლევანიც კრიმინალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი, მიიჩნეოდა ავტორიტეტად, თუმცა "ქურდის" სტატუსი არ ჰქონდა.
ლევან ჯანგველაძე იყო მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენი, გადაადგილდებოდა დაცვით. მისი ძმა კი "კანონიერი ქურდია", რომელიც ძალიან დიდ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა, მოყოლებული 90-იანი წლებიდან. მას ცივსისხლიან ადამიანად ახასიათებენ. ფაქტია, მომხდარი კრიმინალური გარჩევაა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს", - გვეუბნება წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
აღსანიშნავია, რომ როგორც სხვადასხვა რუსულ წყაროებში ვკითხულობთ, მოკლული ლევან ჯანგველაძე თავისი ძმის ყველაზე სანდო ადამიანი იყო.
ცნობისთვის, 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძე მოკლეს, დაჭრილია მისი თანმხლები პირი დაჭრეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
შსს-ში ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
წყარო: ambebi.ge