პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააკეთა.

ის დღეს ესწრებოდა ბიუროს სხდომას, რომელიც რუსულმა კანონმა გაიარა და სადაც გადაწყდა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა. განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება.

ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, “პუბლიკას” ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა