წაკითხვა: 77
თბილისში, მდინარე მტკვარში გადავარდნილ მანქანაში მყოფ 3 ადამიანს ეძებენ. შემთხვევა 13 მაისის ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 4 ადამიანი იყო, აქედან ერთის გამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების ძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მყვინთავები. მოხდა მტკვრის დონის დაწევაც, რათა ძებნა გაადვილდეს.
თვითმხილველების ცნობით, მანქანა, უკნიდან შეჯახების შემდეგ გადავარდა მდინარეში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს