მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

1 day ago 5

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი ცხედარი იპოვეს, რომელიც 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის აღმოჩნდა. 

რგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს, სტუდენტი აითაჯ მამედოვა 45 დღის წინ სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სტუდენტი გოგო მტკვარში გადავარდა და დინებას ვერ გაუმკლავდა. 

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. 

სრულად წაკითხვა