WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

შპს „თბილსერვის ჯგუფის” სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის” მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:​ გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).​ საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით – თამარ მეფის პანდუსის გავლით.

სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.