
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრობიდან გაათავისუფლა „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი, რომლებიც თავს დაესხნენ მომიტინგეებს 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაძაბულობის დროს. სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაზარალებულებმა „არ ითანამშრომლეს“ გამოძიებასთან. იმავდროულად, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელსაც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანება“ ედებოდა ბრალად.
„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. 23 წლის სტუდენტს მეგი დიასამიძეს სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
This post is also available in: English
Read Next
11/09/2025 - 12:38
მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული
05/09/2025 - 19:06
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა
04/09/2025 - 15:34
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს
03/09/2025 - 13:25
შსს: პოლიციამ რუსთველის საპროტესტო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა
02/09/2025 - 18:18
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს 16 მომიტინგე დააკავა
12/08/2025 - 11:42