მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის განმარტებას, რომ “რაც შეეხება ნივთიერების გარევას [წყლის ჭავლში], – იყო გარეული, მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული“, ირონიანარევი მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია:
“აღიარებას ვერ გაურბიან. ამ ნაწილში გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. ახლა მათი ამოცანაა, ბოლოს თქვან, რძის ფხვნილი იყო გარეულიო ან რამე სხვა, მაგრამ ნაცების შემოტანილიო. შესაბამის ნივთიერებას ეძებენ, რომელიც უნდა მოარგონ ამბავს🤣
ანუ 🤣
ახლა გამოვიძიებთ, რა გავურიეთო წყალშიო. 1 წლის თავზეო.
უკვე რას ბოდავენ, თვითონაც არ იციან. პროპაგანდისტული კოლაფსი.
მტრისას, თქვენ დასასრული გელოდებათ, თქვე ტერორისტებო“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

4 days ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·