“მტყუანს შე@ეცი” – ჩერგოლეიშვილი ზარქუას

7 hours ago 1

105

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ვირის ყურება ორფეხა ლაჩრებს არ შესდით ყურებში რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი აქცია აშინებს, იცის რომ ბევრ ხალხს ეგ იზიდავს, და ამიტომ რაცხავს ძალადობრივად.

თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება ქართული ოცნების გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას კომენტარსაც, 13 სექტემბრის აქციაზე და წერს:

მტყუანს შე@ეცი.

ცნობისთვის, ჩერგოლეიშვილი, 13 სექტემბრის აქციაზე, წერს:

მეგობრებო, ჩვენ მიგვაჩნია რომ
პროტესტი არის რეჟიმის შეცვლის ერთადერთი გზა.

(ცალკე სამსჯელოა რა უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმის ცვლილებით დასრულდეს, მაგრამ ეს მსჯელობა არ ცვლის იმას, რომ ერთადერთი გზა პროტესტია).

ზუსტად ამიტომ ვდგავართ ფედერალისტები უწყვეტად აქციაზე და ვმუშაობთ საზოგადოებასთან პროცესისადმი ნდობის აღდგენაზე.

ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვგონია პროტესტი და მისი სწორი გზით სიარული, რომ გარანტირებულ ფინიშამდე მივიდეს და მორიგი იმედგაცრუების და ამომრჩეველთან გაუცხოების წყაროდ არ იქცეს.

ზუსტად ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვექცევით ამომრჩევლის მოლოდინებს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამომრჩეველი იმედგაცრუებისგან დავიცვათ.

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქციას, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ, ევროპული მომავლის დასაცავად კეთდება.

ჩვენ არ მივესალმებით ამომრჩევლის მოლოდინებთან უდიერ მოპყრობას და რეჟიმის დასრულების დედლაინების დაწესებას მხოლოდ და მხოლოდ სტიქიის იმედად, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს, ჩვენ ჯიუტი ბრძოლის გაგრძელების ალტერნატივა არ გვაქვს.

ამიტომ პარალელები 13 სექტემბრის აქციასთან სრულიად უადგილოა – 13 სექტემბერს არაფერი სრულდება, სრულდება მაშინ, როცა გავიმარჯვებთ.

ჩვენთვის, დედლაინი გამარჯვებაა და არა 13 სექტემბერი, 27 სექტემბერი, ან 4 ოქტომბერი.

ასეთი განწყობით გაცილებით სწრაფად გავიმარჯვებთ – ესაა სწორი.

ვიბრძვით #ბოლომდე და არა ბიძინას ჩლიქოსნის გამოწერილ თარიღამდე.

სრულად წაკითხვა