3 აგვისტოდან, საქართველო იმ 50 ქვეყნას შორის იქნება, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზების მისაღებად, მუდმივმოქმედი პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწიოთ.
საქართველო პროგრამას აპრილში დაემატა, როდესაც ის ჯერ კიდევ დროებით საფუძველზე მოქმედებდა, და ერთადერთი ევროპული ან სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ამ წესს ექვემდებარებიან. სიაში შემავალი 50 ქვეყნიდან 30 აფრიკის ქვეყანაა.
პროგრამა აშშ-ის საკონსულო წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, B-1 და B-2 კატეგორიის ვიზების მაძიებლებისგან 10,000, 15,000 ან 20,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ. 2025 წლის აგვისტოში დანერგილი საპილოტე პროგრამა ასევე ითვალისწინებდა 5,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის ვარიანტს, რომელიც მუდმივმოქმედი პროგრამის ფარგლებში აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპოზიტი დაუბრუნდებათ იმ ვიზის მიმღებებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და დეპოზიტის პირობების დაცვით დაბრუნდებიან ან საერთოდ არ იმოგზაურებენ. აშშ პროგრამის აუცილებელობას უკანონოდ დარჩენის ვადის გადაცილების წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის.
იანვარში აშშ-მ საქართველოც შეიყვანა იმ 75 ქვეყანას შორის, რომლებსაც აშშ-ის იმიგრანტული ვიზების გაცემის დროებითი შეჩერება შეეხო.
This post is also available in:

1 day ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·