მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა ჯამალ მუსიალამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის 21 წლის მოთამაშემ ბავშვობის კუმირიც დაასახელა.
"ბავშვობაში ჩემი მაისურების უკანა მხარეს თითქმის ყოველთვის მესი ეწერა. მქონდა ნეიმარის მაისურიც, თუმცა მესი იყო ჩემი გმირი და საყვარელი ფეხბურთელი", - განაცხადა მუსიალამ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მუსიალამ ჯამში მოედანზე 21 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 13 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.