მუქარის შემცველ ზარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

1 week ago 23

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური და დღეს უკვე ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები აპროტესტებენ რუსული კანონისთვის რუსულის წოდებას.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ ლელა ჯანაშვილს მოუწოდა, რომ უწყებას შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.

ამ თემაზე: https://netgazeti.ge/life/721550/

სრულად წაკითხვა