95
დეკანოზ შალვა კეკელიას ფრაზას – ,,ტაძარში ფიზიკურად არავინ შემოჭრილა” – ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,მღვდელი, რომელიც ვიდეოკადრებში ქუჩაში ელაპარაკებოდა მოქალაქეებს, მოგვიანებით წერს ვიდეოს, რომ ტაძარში შემომივარდნენო და კიდევ უფრო მოგვიანებით ინტერვიუში აცხადებს, რომ ტაძარში არავინ შეჭრილა.
თუმცა, ბოლო აღიარებამდე, მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორე ნაწილის წინააღმდეგ აამხედრა, ტყუილი დასწამა და სიძულვილის ზრდას და უსამართლობას შეუწყო ხელი.
მღვდელი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდება, ნამდვილად მძიმე განსაცდელშია და ვგულშემატკივრობ, თავის თავში სიბნელეზე ნათელს გაამარჯვებინოს, მინიმუმ შენდობა უნდა სთხოვოს თავის მიერ უსამართლოდ დევნილ ადამიანებს და ამის შემდგომ დუმილის რეჟიმში გადავიდეს.”