ფოტო ამბავი | „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდა, ათასობით ადამიანის პროტესტი გრძელდება

2 weeks ago 6
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პარლამენტის გარშემო ათასობით მომიტინგე შეიკრიბა იმ ფონზე, როდესაც 1 მაისს უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ მეორე მოსმენით მიიღო. მოქალაქეები უკვე მერამდენე ღამეს ათევენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კანონპროექტი გააპროტესტონ. გუშინ მათ 17:00 საათიდან დაიწყეს შეკრება და ამჯერად მათ საქართველოს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ მოქალაქეები.

რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. სიტუაცია ყველაზე მეტად ღამით  ჩიტაძის ქუჩაზე დაიძაბა, პარლამენტის მიმდებარედ. პარლამენტის შესასვლელთან, ეზოში მობილიზებული პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეს (ზოგჯერ წყლის ჭავლში შერეულს) და რეზინის ტყვიებს დემონსტრანტების დასაშლელად.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა სპეციალური ნიღბებითა და სათვალეებით იყო აღჭურვილი. ბევრს კი ნატრიუმის ქლორიდი ჰქონდა ჯიბეში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა