გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია“

2 weeks ago 13

 „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია“გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას.

„გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს“, – აცხადებს ვოლკერ თურქი.

უმაღლესი კომისარი დემონსტრანტებს საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთმა უსაფრთხოების ძალებს ქვები, ფეიერვერკები და ბოთლები ესროლა და პარლამენტის შენობა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინიმუმ მისი 113 თანამშრომელი დაშავდა“, – ნათქვამია ვოლკერ თურქის ოფისის განცხადებაში.

„ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცავების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება…

ყველა, ვინც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების კანონიერი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ყველა სხვა ბრალდებულს სათანადო პროცესის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, ადვოკატის, ასევე, წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.

ფორტუნა

სრულად წაკითხვა