5
“უცნობმა” ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ “ოფენ ეარს” AI-ს მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით “დასცინა”.
“ნანი ❤️ ოფენ ეარზე 2027 🤣🤣🤣🤣” – წერს “უცნობი” და ვიდეოს აქვეყნებს
,,უცნობის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე;
,,ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო,სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს,თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო.ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის
დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ… ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.
მართალია ოცნების პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
მოკლედ გთხოვთ, ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში🤍
მადლობა”
საერთაშიროსო alia.ge