“მცემეს, ათამდე პირმა გამათრია, ჩანთა წამართვეს” – რას ჰყვება აქციის მონაწილე

2 weeks ago 12

აქციის მონაწილე, ლევან თორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცემეს, ტვ პირველთან, ამბობს:

3 დღის წინ, საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ ვიდექი, წამოვიდა ჩვენსკენ სპეცრაზმი, ჩვენ შეძახილებით მივმართავდით ხალხს, წასულიყვნენ რუსთაველისკენ, გავრიდებოდით, გავიჭედეთ ამ დროს, მეგობრები ერთად დავდექით, სპეცრაზმი გამოჩნდა და თავს დაგვესხა, გვირტყამდნენ უმოწყალოდ, მათ შორის, გოგოს, სპრეის გვასხამდნენ სახეში, გამათრია ათამდე პოლიციელმა, წამართვეს ჩანთა, სადაც პირადი ნივთები მქონდა, მათ შორის ტელეფონიც. ყველაფერი წაიღეს, ჩანთა მთლიანად. აკაკის ძეგლთან ამომათრიეს, მანდ ჯერ წამომაყენეს და შემდეგ ისევ დამარტყეს. 

ეს ქვეყანა აქ მდგომი ადამიანებისაა, არ ეშინიათ იმ ძალადობის, რასაც დღევანდელი პოლიცია ახორციელებს მშვიდობიანი ადამიანების მიმართ. ეს ქვეყანა ჩვენია და არა რუსეთის. 

სრულად წაკითხვა