მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა

3 weeks ago 45
Posted inახალი ამბები

09.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი იქნება. უწყება ამბობს, რომ ის სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

უწყების ცნობითვე, გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

სამარღანიშვილი მანამდე გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.

სრულად წაკითხვა