ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ისე, „კაცის მიერ ქალის ცემის“ დისკურსს თუ გავცდებით და ოდნავ უფრო სისტემურად თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც თელავის სასტუმროში მოხდა, ოღონდ უპირველესად თვით სოციუმის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ნაწილის მძვინვარე (!!) რეაქციის გათვალისწინებით, სრულებით ცხადია, რომ ამ საზოგადოების დიდი, თანაც აქტიური ნაწილისთვის რ უ ს ე თ ი, როგორც რამე თვალსაზრისით ინტეგრაციული ან თუნდაც გრძელვადიანად ლოიალისტური პროექტი არის აბსოლუტურად მიუღებელი!
ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ.
უკვე იმმანენტურად და თვისებრივად.
ეს გარემოება ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს და ნაწილობრივ ითვალისწინებს კიდეც
ზუსტად ამიტომ არ ხდება არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსკოვთან, არც რუსეთის მიერ პოსტსაბჭოურ სივრცეზე დაინიცირებულ ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობა და არც ოკუპაციის კანონის გაუქმება.
ანუ, ხელისუფლებას, საბედნიეროდ, ესმის, რომ „ლოიალისტები“ უმრავლესობაც რომ იყონ, ამგვარი სტრატეგიული საკითხები „უმრავლესობა-უმცირესობით“ არ წყდება, რაკი ეს მეორე ნაწილი სოციუმისა (თუნდაც რაოდენობრივი უმცირესობა) იმდენად პასსიონარულია, რაიმე მკვეთრი მოძრაობა რუსეთის მიმართულებით……. ბირთვული ძალის აფეთქებას გამოიწვევს, რომელთან შედარებითაც 2024 წლის დეკემბერი „თამაშად“ მოგვეჩვენება.
რატომ და როგორ ჩამოყალიბდა ასე – დიდი თემაა.
მოკლედ თუ ვიტყვით, უახლესი ისტორიის შედეგია და საზარელი ტრავმებისა, რომელიც სოციუმის დიდ ნაწილში სუბლიმირდა კონფორმიზმად, შეგუებად, „ხელის ჩაქნევად“; მაგრამ მეორე, პასსიონარულ ნაწილს, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ და მხოლოდ პატარა ნაპერწკალი სჭირდება და……იფეთქებს.
მე სულ ის ბიჭი მახსენდება, თუ გახსოვთ……აი „გავრილოვის ღამეს“ რომ სპეცდანის ფარებს გააფთრებით უშენდა მუშტებს.
აი ის არის სოციუმის „პასსიონარული“ ნაწილის წარმომადგენელი.

9 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·