სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრაში “ატალანტამ” შინ “ემპოლი” მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში “ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა საბა გოგლიჩიძემ დაზიანება მიიღო.
საბამ მოედანი მძიმე შეჯახების შედეგად შეხვედრის მე-80 წუთზე დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანება აწუხებს საბა გოგლიჩიძეს.
ცნობისთვის, საბამ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.