მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია – მაჭარაშვილი

1 week ago 5

მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პიროტექნიკა ცეცხლსასროლ იარაღს არ უდრის, მაგრამ სახეობაა, რომელსაც ადამიანების დაზიანება შეუძლია.

„პიროტექნიკის შესახებ ინიციატივა მანამდეც გვქონდა, რომ არ შეიძლება, ქაოტურად ხდებოდეს მძლავრი პიროტექნიკის გამოყენება. ბუნებრივია, ეს რეგულაციებში უნდა მოექცეს. მართალია, ცეცხლსასროლი იარაღის ტოლფასი არ არის, მაგრამ მრავალი სახის ისეთი პიროტექნიკა არსებობს, რომელსაც ადამიანების დაზიანება შეუძლია. არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა პიროტექნიკით ადამიანები დაზიანდნენ. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრულად წაკითხვა