WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია – ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს. დაკავებული ცოტა ხნის წინ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა – შედეგად დაზიანდა შლაგბაუმი და ჭიშკარი. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.