,, მწარედ და შავად მახსოვს ეს დღე, ვერასდროს ვერ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან” – გიორგი გამსახურდია

11 hours ago 2

5

ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი თავის ხალხთან ერთად დასაჯეს. როგორ გაბედეთ და თავისუფლება მოინდომეთო. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისე ჯოხარის, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია. მანქურთებმა, 29 წლის წინ, კიდევ ერთი ღმერთკაცი წააქციეს. ის კაცი წააქციეს, რომელიც ზვიადი იყო და მერაბი, თავისუფლება იყო, იმედი იყო და ერთ-ერთი მსოფლიო თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნე. მწარედ და შავად მახსოვს ეს დღე, ვერასდროს ვერ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან, როგორც მერაბის და ზვიადის სიკვდილი. ყველა დღე, საათი თუ წუთი მახსოვს მათთან გატარებული და სათუთად ვუფრთხილდები დღემდე… გვახსოვდეს ეს ხალხი, ამაზე მაგარი სტიმული და გმირები, ჩვენ კი არა, კაცობრიობას არ ეყოლება. ხსოვნა იყოს შენი ბატონო გენერალო და ჩემი მხედრული სალამი შენ!“

სრულად წაკითხვა