WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის ამ დრომდე უცნობ მასალებს ყიდულობს.

„აღნიშნულ მასალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ პოეტის ადრეული შემოქმედების, მისი შემოქმედებითი განვითარებისა და ინტერესების შესწავლაში. მასალები შეიცავს ახალ ინფორმაციას, რომელიც ავსებს გალაკტიონის შემოქმედების შესახებ არსებულ ცოდნას და მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და პოეზიის მეცნიერული კვლევისთვის“, — ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე.

მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელ მასალებს პოეტის ძმის შვილიშვილის, გიორგი ტაბიძისგან ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 78000 ლარია.

შესასყიდ მასალებში შედის 1907 წლის ჩანახატების რვეული, სადაც გალაკტიონს შესრულებული აქვს სხვადასხვა მწერლისა და მოღვაწის პორტრეტი: ანტონ ფურცელაძის, ნაპოლეონის, ივან კრილოვის, მიხაილ ლერმონტოვის, ჩარლზ დიკენსის, ჩარლზ დარვინის, ილია ჭავჭავაძის და ა.შ. აქვეა ნარკვევი ხელოვნებისა და სალექსო ფორმების შესახებ; ჩანაწერები, ლექსები, პოემა, ავტოგრაფები, მინაწერები და სტატიაც ახოსპირელის ლექსების კრებულზე.